“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება და მაღალი დონის კომპეტენტური ევროპული სრუქტურები ასეთ მაღალ შეფასებას იძლევიან”

ექსპერტი ლევან ნიკოლიეშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის პერიოდულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შსს მიერ ჩატარებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის კომპეტენტური ევროპული სტრუქტურები ასეთ მაღალ შეფასებას იძლევიან.
„საკმაოდ დადებთ და საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ ევროსაბჭოს მრჩეველთა კომიტეტის პერიოდულ ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 5 სექტემბრითაა დათარიღებული: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებითადაა შეფასებული; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული; კომიტეტის ანგარიშით განსაკუთრებთ გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბები, ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის როლის მნიშვნელობა ხაზგასმულია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამინისტროს თანამშრომელთათვის ჩატარებული ღონისძიებები და გამოძიებულ დანაშაულთა რაოდენობის ზრდა.
უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ საქართველოში მიმდინარე რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება, და მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ მაღალი დონის კომპეტენტური ევროპული სტრუქტურები ასეთ მაღალ შეფასებას იძლევიან“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები