შოთა გულბანი – ანაკლიის კონსორციუმმა თავი მხოლოდ დაპირებებითა და 500 მლნ დოლარზე მეტი ვერმოზიდული ინვესტიციით დაგვამახსოვრა
ვეთანხმები ეკონომიკის მინისტრს, რომ 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კლებასთან მნიშვნელოვანი კავშირი აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტსაც, რომელმაც 2017 წლის შემდეგ თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ მთავრობამ პორტის ინვესტორ კომპანიას რამდენჯერმე გადაუვადა ვალდებულებები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით, – აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგად გვაქვს მხოლოდ დაპირებები და 500 მლნ დოლარზე მეტი ვერმოზიდული ინვესტიცია.
„როდის შესრულდება ეს ვალდებულება, ჯერ არავინ იცის. ეჭვი მაქვს, კონსორციუმი კიდევ არაერთხელ მოითხოვს გადავადებას. ჩვენი ეკონომიკისთვის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა აფბა-ს პრეზიდენტმა.