“ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ცრუ თეორიული წარმოდგენები და არაკომპეტენტურობაა”
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის ცრუ თეორიული წარმოდგენები და არაკომპეტენტურობაა.
ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. წინა ხუთშაბათს კომერციული ბანკების მხრიდან ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხზე მოთხოვნა იყო 3 მილიარდი ლარი, დაუკმაყოფილდათ მხოლოდ 2 მილიარდი. თუ ასეთი სესხები არავითარ გავლენას ახდენს ლარზე და ფასებზე, როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მაშინ რატომ არ გასცეს მთლიანად იმდენი, რამდენიც ბანკებს უნდოდათ? ხომ მოხდებოდა ეკონომიკური ზრდის ”წახალისება”?
ეროვნული ბანკის ცრუ თეორიული წარმოდგენები და არაკომპეტენტურობა არის ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი”, – წერს ნაცმოძრაობის დეპუტატი “ფეისბუქზე”.