საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთავარი ინვესტორი ქვეყანა 58.1 მლნ.აშშ. დოლარით ნიდერლანდებია. მეორე ადგილზე 36 მლნ.დოლარით- თურქეთი, ხოლო მესამეზე 27 მლნ.აშშ დოლარით ამერიკის შეერთებული შტატებია. საქსტატის მონაცემებით, 2017-2019 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 3 მილიარდ 701 მილიონი დოლარი შეადგინა.