საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187 მილიონი დოლარი შეადგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება სახელდება.
2019 წლის II კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ნიდერლანდებია- 31.1 პროცენტით, მეორე ადგილზე თურქეთი – 19.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ – 14.7 პროცენტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები