თორნიკე რიჟვაძე: ხელისუფლება მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერიისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თქვენგანის ხმა ისმოდეს ხელისუფლების ყველა დონეზე.  იქნება ეს აღმასრულებელი, პარლამენტი, თუ სხვა ნებისმიერი უწყება, რომელიც  ვალდებულია, ემსახუროს ხალხს,  ჩვენს ოჯახებს.  სწორედ  ყოველდღიურ რეჟიმში,  კოორდინირებულად, ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ხალხს აწუხებს „- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას სოფლის პროგრამები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტის 25% მომავალი თაობის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს.

თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. ადგილობრივებს დაჰპირდა,  რომ როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური აპარატი, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საცხოვრებლისა და მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ყველაფერს გააკეთებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები