გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა

გორის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრებიც ესწრებოდნენ.

“ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. ჩვენს გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე. გორი იქნება კიდევ უფრო მწვანე და მიმზიდველი!”- აცხადებს კონსტანტინე ბუზალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები