ბათუმი-ახალციხის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ორი პირი
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 1 წლამდე ბავშვია. დედა-შვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.