ზუკა რურუა „ჰექსოგენის“ საქმეზე: ჩვენი მოქალაქეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად იცავენ მათ უსაფრთხოებას
“ჩვენი მოქალაქეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად იცავენ მათ უსაფრთხოებას,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა, ზუკა რურუამ „დღის ქრონიკაში“ „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას.
„განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. როდესაც ოპოზიცია 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და ნელ-ნელა საქმეები იკვეთება, ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს ყველაფერი ურთიერთკავშირში ამ ფაქტთან.
ჩვენი მოქალაქეები უნდა ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახური ეფექტიანად იცავენ მათ უსაფრთხოებას. იქნებიან თუ არა ახალი ფიგურანტები და რა კავშირშია ეს საქმე ოპოზიციის გეგმებთან, ამას გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.
შეგახსენებთ, სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.