თვითმფრინავი, რომელიც რეისს ოკლენდიდან-ჰავაის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად დაეშვა(ვიდეო)

ავიაკომპანია Hawaiian Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავი, ჰავაის კუნძულებზე ჩაფრენამდე 20 წუთით ადრე, გონოლუპუში ავარიულად დაეშვა.
მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი სალონში დაკვამლიანება გახდა.
ბორტზე 184 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
Airbus 321 რეის ოკლენდიდან ჰავაის მიმართულებით ასრულებდა.
ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. მედიკოსებმა მათი ჰოსპიტალიზაცია გადაწყვიტეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავიაკომპანიის თანამშრომლები მომხდარის მიზეზებს ადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები