„ეს რეჟიმი ინანებს იმას, რაც გააკეთა“ – ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით, გაათავისუფლეს.
პოლიტიკოსმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაშინებებისა და ტერორის ფონზე, უკმაყოფილების ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი დაშინებებისა და ტერორის ფონზე, რომელიც უდანაშაულო ადამიანების დაკავებების სახეს ატარებს, უკმაყოფილების ტალღა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს რეჟიმი ძალიან ინანებს იმას, რაც გააკეთა“, – განაცხადა ნავალნიმ.
მოსკოვში საპროტესტო აქციები ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეები მოსკოვის დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვენ. მანამდე რუსეთის ცესკოში განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ წარდგენილი ხელმოწერები გაყალბებულია.