კოსოვოს პარლამენტი დათხოვნილია – პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 45 დღის ვადაში უნდა დანიშნოს
კოსოვოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას მხარი დაუჭირეს.
Balkan Insight-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხაშიმ ტაჩიმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 45 დღეში უნდა დანიშნოს. სავარაუდო თარიღად 6 ოქტომბერი სახელდება.
აღნიშნული იმ ფონზე მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, რამუშ ხარადინაიმ 19 ივლისს თანამდებობა დატოვა.
თანამდებობის დატოვების მიზეზი კი, „ჰააგაში ჩვენების მისაცემად დაბარება“ გახდა.
ხაშიმ ტაჩი, მისი ბიძა – აზემ სულია, რამუშ ხარადინაი და სხვა მაღალჩინოსნებს ბელგრადი სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს, რადგან ისინი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ვეტერანები არიან და, სავარაუდოდ, ჰააგაში სპეციალური საერთაშორისო პროკურატურის მიერ ბრალდებულები არიან.
მისი თქმით, თანამდებობას ტოვებს, თუმცა
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.