„ამ შრომას რომ გაუძლო, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია“ – მევიოლინე მუსიკოსების ოჯახიდან

მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. არა მხოლოდ მშობლები, ბებია-ბაბუებიც მუსიკით ცხოვრობდნენ… ადრეული ბავშვობიდან დაიწყო ვიოლინოს  სიყვარული, მაშინ, როდესაც კოტე ვარდელის გაკვეთილებს ესწრებოდა.
შემდეგ თურქეთში, მეზინის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლში სწავლობდ. ბევრი რამ შესძინა მის მუსიკალურ განათლებას და ტექნიკას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედ“  სწავლამაც.
ამბობს, რომ ვიოლინო მისი ცხოვრების ყველზე დიდი ნაწილია.
მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. სწავლის გაგრძელებას კი კონსერვატორიაში აპირებს. – მევიოლინე ანასტასია აღლაძის პერსონა.

 ზაზა აღლაძის და თამარ ბახტაძის მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ
– მამა საოპერო რეჟისორია და ადრეული ბავშვობის ასაკიდანვე ვესწრებოდი მის მიერ დადგმულ სპექტაკლებს, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებებს ტოვებდნენ ჩემზე. დედასთან პროფესიული მოგონებები მაკავშირებს, რადგან დედა კოტე ვარდელის კლასის კონცერტმაისტერი იყო. მის ყველა გაკვეთილს ვესწრებოდი და ასე ავირჩიე პროფესია.
6 წლიდან დაიწყო ვიოლინოს სიყვარული
–  უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყო და უკავშირდება იმ დროს, როდესაც ვესწრებოდი კოტე ვარდელის გაკვეთილებს, რომელსაც უტარებდა თავის მოსწავლეებს. იმ წლებშივე ვმეცადინეობდი პედაგოგ ძინა ჯაიანთან. მასაც დიდი ამაგი აქვს ჩემზე.
თურქეთში, მეზინის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში სწავლობდით. სკოლის ორკესტრებში მონაწილეობდით...
–  ეს წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება, პირველ რიგში მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ლილი ჭუმბურიძე, მასთან მეცადინეობამ ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო. სავიოლინო ტექნიკის დაუფლებასთან ერთად, მან  საინტერესო კონცერტებში, კონკურსებსა და ფესტივალებში მიმაღებინა მონაწილეობა, როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სწორედ ამ წლებში შევიძინე ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც მუსიკოსისთვოს გადამწყვეტია. ის სითბო, რომელსაც იმ წლებში თურქი მეგობრებისგან ვგრძნობდი, დღემდე გრძელდება.
თბილისისნიჭიერთა ათწლედშისწავლობთ...
დიდი მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო ჩემი ათწლედის პედაგოგის, პროფესორ მანანა ქანთარიას ღვაწლი. არ შეიძლება, არ ვახსენო ათწლედის დირექტორი, ბატონი ნოდარ ჟვანია და უსაყვარლესი ესმა ქირია, რომლებიც ბევრს ზრუნავენ ჩვენი განვითარებისთვის.
საყვარელი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. ჩაიკოვსკის კონცერტის შესრულება თქვენი მიზანი იყო, ერთ კონცერტზე ვალსსკერცო შეასრულეთ
– ადრე შეიძლება გამოვყოფდი ჩაიკოვსკის სხვა კომპოზიტორებისგან, მაგრამ ახლა უკვე სხვადასხვა გენიალური კომპოზიტორის ნაწარმოებების  იმხელა რეპერტუარი გავიარე,  რომ რომელიმე მათგანის გამორჩევა ცოტა გამიჭირდება. თუმცა ბახი ალბათ შეუცვლელია. ნაწარმოების გარჩევის დროს ძალიან მაინტერესებს მისი ლიტერატურული პირველწყარო და, შეძლებისდაგვარად, ვეცნობი ნაწარმოების დრამატურგიულ მხარეს.
ვფიქრობ, მევიოლინემ გარკვეულ საფეხურს უნდა მიაღწიოს,  რომ იფიქროს ჩაიკოვსკის კონცერტის შესრულებაზე. ამიტომ ჯერ ველოდები ამ საფეხურს.
ერთ კონცერტზე სიმი გაგიწყდათ
– სასაცილოდ მახსენდება ის დღე, პატარა ვიყავი და ყველას ეგონა, რომ შემეშალა და ელოდებოდნენ შესრულების გაგრძელებას, არადა, სიმი გაწყდა…
მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ხართ. მონაწილეობთ ფესტივალებში
– ჩემთვის განსაკუთრებულია პრაღაში ჩატარებული საერთაშორისო კონკურსი, სადაც ავიღე პირველი ადგილი და გრან-პრი.
პედაგოგებიდან?  
– ყველას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემს მუსიკალურ განვითარებაში, ამიტომ გამიჭირდება რომელიმეს გამოყოფა. მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო კოტე ვარდელი, რომელსაც უკავშირდება ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში. მისმა უდროოდ წასვლამ წარუშლელი ტკივილი დამიტოვა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ განელდება.
ჰობი
– ძალიან მიყვარს თეატრი, მხატრობა. ვცდილობ, თავისუფალი დრო დავუთმო თეატრებსა და მუზეუმებში სიარულს.
მევიოლინეობა დიდ შრომას მოითხოვს… კიდევ რა არის საჭირო, რომ ჩინებული მევიოლინე გახდე?
– ამ შრომას რომ გაუძლო, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია. ნებისყოფა უმთავრესია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ საყოფაცხოვრებო მოვლენაზე გიწევს უარის თქმა და აუცილებლად… იღბალი, რათა მოხვდე საჭირო დროს საჭირო ადგილას. საამისოდ კი აუცილებელია ყოველდღიური მზადება.
გყავთ უმცროსი დაელისაბედი, რომელსაც ასევე უყვარს მუსიკა
– დიახ, მყავს 12 წლის და – ელისაბედ აღლაძე, რომელიც გამორჩეულია განსაკუთრებული ნიჭიერებით და მუსიკალური უნარ-ჩვევებით. მჯერა, თუკი ბევრს იშრომებს, დიდ წარმატებებს მიაღწევს.
ვის მიბაძავდით?
– უამრავი საყვარელი მევიოლინე და მუსიკოსი მყავს, თუმცა სხვების მიმბაძველობას არ ვანიჭებ უპირატესობას.
რას ნიშნავს თქვენთვის ვიოლინო?
– ვიოლინო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილია, რომელთანაც დიდი სიყვარული, მოგონებები და წარმატება მაკავშირებს.
სამომავლო გეგმები
– სამომავლო გეგმები უკავშირდება მასტერკლასებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, ასევე  რამდენიმე საერთაშორისო კონკურსს, რომელშიც მინდა მონაწილეობის მიღება. საქართველოში რამდენიმე კონცერტსა და პროექტში მივიღებ მონაწილეობას. ფონდმა „იავნანამ“ და conceptart-მა უკვე განხორციელებული პროექტებით საინტერესო შემოქმედებითი ნიადაგი და აურა შეგვიქმნა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რაც მისი ხელმძღვანელის, თეონა ჯორბენაძის დამსახურებაა. სექტემბერში კი  წინანდლის ფესტივალზე სოლო-პროგრამით წარვდგები.
 16 წლის ხართალბათ კონსერვატორიაში განაგრძობთ სწავლას
– რა თქმა უნდა, კონსერვატორიაში ვაპირებ  სწავლის გაგრძელებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები