დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

“მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნია მოლდოვასთან როგორც საკუთარ სამშობლოსთან.

„მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას – პრეზიდენტი სანდუ იქნება თუ ასე შემდეგ, არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნიათ მოლდოვასთან როგორც საკუთარ სამშობლოსთან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები