მარნეულში სტიქიით დაზარალებულებს თუნუქის სახურავები გადაეცათ

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის, თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. წითელსოფელში, სამუშაოების მიმდინარეობას, პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 400-მდე ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 660 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა სეტყვამ, მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დააზარალა. სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, სოფლებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად განახორციელეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები