ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმიზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია სრულად ჩაშალეს
უკრაინულმა ჯარებმა სუმიზე რუსეთის შეტევითი ოპერაცია მთლიანად ჩაშალეს. მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა, სადაც მათთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისა და არსებული თავდაცვითი რესურსების შესახებ ისაუბრა.
„მთავარსარდალმა სირსკიმ ინფორმაცია მომაწოდა ფრონტზე არსებული სიტუაციის, საკვანძო მიმართულებების შესახებ. არის შედეგები სუმის ოლქში: დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაცია სუმიზე მთლიანად ჩაშალეს ჩვენმა ძალებმა. გრძელდება ბრძოლები სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, თუმცა რუსეთის დანაყოფებმა სუმის მიმართულებით დაკარგეს შეტევითი შესაძლებლობები მიღებული დანაკარგების შედეგად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასევე, აქტიურად ებრძვიან რუსეთის თავდასხმებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
„ჩვენ ვაძლევთ ძალას ჩვენს არმიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.