იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთის სოფლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და მათგან პრიორიტეტებსა და არსებულ პრობლემებს ისმენენ. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად და ყველა მიმართულებით დაგეგმარებაა, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.
დღეს მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა. უხუთის, საპრასიის, ქვედა და ზედა გორას მცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებასთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რომლის დროულად მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებების სისტემურ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები მოსახლეობასთან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ზვიად შალამბერიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – ხატია წილოსანმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები