ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კიწიის, დიდი ჭყონისა და კურზუს მოსახლეობას შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე გრიგალავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუასთან, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კიწიის, დიდი ჭყონისა და კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამასა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.
შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები