ზესტაფონში გზის ავარიული მონაკვეთის ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ქუჩის სრულ რეაბილიტაციამდე, დროებითი ღონისძიებების ფარგლებში, ავარიული მონაკვეთის ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა ზესტაფონის მერი – გიორგი გოგლიჩიძე. გზის ფრაგმენტულ შეკეთებას შპს „ბორანი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა 12 და 13 აგვისტოს იქნება შეზღუდული.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით მოძრაობის შეფერხებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები