GMT Crafts, გამარჯვებული სოციალური მეწარმე -კასპის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა

Erasmus-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნაბიჯი წინ“ ფარგლებში, რომელიც ტარდება ევროპის კავშირის მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით, კავკასიის ახალგაზრდული კავშირი ქალაქ კასპში ახორციელებს სოციალური მეწარმეობის კონკურსს.
კონკურსში მონაწილე კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა ტრენინგების კურსი ჩაატარა. ტრენინგების თემა – სოციალური მეწარმეობის იდეების გენერირება და ბიზნეს პროექტის წერა იყო.
ოთხ ეტაპიანი პროექტის მესამე ეტაპზე ახალგაზრდებისგან შემდგარმა ოთხმა ჯგუფმა ჟიურის წინაშე საკუთარი ბიზნეს იდეები წარადგინა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა თითოეული იდეა და გამოავლინა საუკეთესო ჯგუფი GMT Crafts (ჯი ე თი კრაფსტი), რომელმაც უმაღლესი ქულა დაიმსახურა. ჟიურიმ ბიზნეს იდეა ორი კრიტერიუმით შეაფასა- პირველი რეალისტობა და მდგრადობა და მეორე დადებითი სოციალური ზეგავლენა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
ჯგუფის წევრების მარიამ ხეჩიკაშვილის, თამარ ჭიღლაძის და გიორგი თოფურიას სოციალური საწარმოს მთავარი პროდუქტი იქნება ხელნაკეთი სუვენირები და აქსესუარები, გამოყენებული ნივთებისგან დამზადებული პროდუქტები. ბიზნესის სოციალური მიზანია დაასაქმონ პრობაციონერები და ხელი შეუწყონ მათ რესოციალიზაციას. ამ გზით ისინი შეინაჩუნებენ საკუთარი საქმიანობის მდგრადობას და ამავდროულად დიდ წვლილს შეიტანენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის გადაჭრაში.
მეოთხე, დასკვნით ეტაპზე კავკასიის ახალგაზრდული კავშირი გამარჯვებულ ჯგუფთან ბიზნეს იდეის დახვეწის შემდგომ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას როგორც პარტნიორს წარუდგენს გრძელვადიან ანგარიშს, ბიუჯეტს, ხარჯთაღრიცხვას და სთხოვს სექტემბრის თვეში მცირე გრანტით დაფინანსებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები