ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: ნიკა გვარამიამ, რომლის საქმიანობა ხალხის ლანძღვა-გინებაა, პასუხი უნდა აგოს

ვფიქრობ, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიას 30 მილიონის ოდენობით ზარალი მაინც მიაყენა. ამ საქმის გამოძიებას ჩვენ თვითონ ვაპირებდით მფლობელები, თუმცა დირექტორი შეიცვალა და საქმე გამოძიებას გადავეცით- აღნიშნა “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა, “კვირის პალიტრასთან” საუბარში.
გიორგი ყავლაშვილი:
ჩვენი ფინანსური პრეტენზიები იყო გაცილებით მაღალი და არა მგონია, 6 მილიონი იყოს ის თანხა, რომლითაც დააზიანა ნიკა გვარამიამ ტელევიზია. ვფიქრობ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ამხელს ყველა იმ პირს, რომლებიც მასთან ერთად ჩართული იყვნენ “რუსთავი 2”-ის საზიანო ქმედებებში. ამ ადამიანმა, რომლის მთავარი საქმიანობა ხალხის ლანძღვა-გინებაა, პასუხი უნდა აგოს კომპანიისთვის ამხელა ზარალის მიყენებისთვის.

“კვირის პალიტრა”: თქვენი გათვლებით, რამდენი მილიონი ზარალი მიაყენა გვარამიამ ტელეკომპანიას?

გიორგი ყავლაშვილი: ვფიქრობ, 30 მილიონი მაინც. ჩვენ არ მოგვეცა საქმის ბოლომდე შესწავლის საშუალება. მფლობელები შეიცვალნენ და არხზე ახალი დირექტორი დაინიშნა. ამიტომ გამოძიებას გადავეცით, თორემ ჩვენ მივიყვანდით ამ საქმეს ბოლომდე.

“კვირის პალიტრა”: ანუ მთელი ეს ზარალი გვარამიამ “რუსთავი 2”-ს “ინტერმედიის” გამო მიაყენა?
გიორგი ყავლაშვილი: რა სქემით მოქმედებდნენ, არ ვიცი, მაგრამ როდის იყო, კონტრაქტორი კომპანია ბინებს გაძლევდა და მერე უკან უბრუნებდი? გვარამიამ კი თქვა, “რუსთავი 2”-ში ჩავდე, ტელევიზიას უჭირდაო. 100 000 ლარამდე ხელფასი ჰქონდა. 100 000 ლარისას რას აკეთებდა, მარტო -პირი ჰქონდა დაღებული და აგინებდა ყველას.
“კვირის პალიტრა”: თქვენი აზრით, სად მიჰქონდა გვარამიას ეს ფული?
გიორგი ყავლაშვილი: თვითონ ამბობს, შარვლები ვიყიდეო და ეტყობა, ძალიან ძვირიანია.
“კვირის პალიტრა”: რაში აწყობდა გვარამიას ტელევიზიისთვის ზიანის მიყენება?
გიორგი ყავლაშვილი: როდესაც რაღაც მოქმედებას მოჰყვება ფინანსური სიამოვნება, კითხვა, რაში აწყობდაო, აღარ არის საჭირო. როდესაც შეგიძლია სარეკლამო შემოსავალი მეტი მიიღო და ნაკლები მისცე კომპანიას და ამას პირიქით აკეთებ, ეს საზიანო გადაწყვეტილებაა.
“კვირის პალიტრა”: ანუ ტელევიზიას ამხელა ზარალი მხოლოდ რეკლამებისა და “ინტერმედიის” საშუალებით მიადგა?
გიორგი ყავლაშვილი: ტელევიზიას შემოსავალი რეკლამებით აქვს, შემოსავალს კი ცუდად განკარგავდა.
“კვირის პალიტრა”: ტელევიზიის სხვა მეწილეები უპირობოდ ენდობოდნენ გვარამიას?
გიორგი ყავლაშვილი: კრებებზე, რომელთაც დავსწრებივარ, ყარამანიშვილები არც ერთზე არ ყოფილან. გვარამია თავის ჭკუაზე აკეთებდა ყველაფერს.”
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი დადგენილება სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აქვს, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობით უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები