გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ  სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო და თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებები გააცნო.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების,  საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები