სოფლის პროგრამის მხარდაჭერით, ჩხოროწყუში 107 პროექტი ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების – ლედარსალეს, ხანწკისა და ხაბუმეს მოსახლეობას შეხვდნენ. ჩხოროწყუს სოფლებში მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგო გულორდავა, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც მთავრობა ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებსა და პროგრამებს დაეთმო.

ჩხოროწყუს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზეც, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

სოფლის პროგრამის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში 107 პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა, ჩხოროწყუში წელს ერთი სკოლა აშენდება და შვიდი სკოლის რეაბილიტაცია მოხდება,  შენდება ასევე ხუთი ამბულატორია, ხორციელდება გზების, წყალმომარაგების და გარეგანათების პროექტები.

ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზებისა და ნაპირსამაგრების პრობლემები დაასახელა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები