მარტვილის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობა აშენდება

მარტვილის მუნიციპალიტეტ დიდ ჭყონში თანამედროვე სტანდარტების სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ მერის მოადგილესთან, აკაკი ხუნწელიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 148 461 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ი.მ მურმან ერქვანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები