ირაკლი სესიაშვილი: დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით სააკაშვილის განცხადება სამარცხვინოა

“დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება ძალიან სამარცხვინოა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„მისი დამოკიდებულება და გუშინდელი განცხადება დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით არის ძალიან სამარცხვინო ქცევა. სამარცხვინო ქცევაა, რადგანაც მაშინ ქვეყანას ძალიან უჭირდა და პრეზიდენტი სად დამალულიყო, არ იცოდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები, პარტნიორები, ლიდერები გვერდში დაგვიდგნენ, ჩამოვიდნენ და დღეს ასე მათი მოხსენიება კიდევ ერთხელ უჩვენებს მის უტიფარ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ჩვენს საერთაშორისო, ღირსეულ პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს (IWPR) გუშინ ინტერვიუ მისცა, სადაც   სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები და ეს არის კოლონიალიზმის გადმონაშთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები