ჭიათურაში მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას “ჯორჯიან მანგანეზი” მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განახორციელებს

ჭიათურის მერია და ,,ჯორჯიან მანგანეზი“ ყვირილას სანაპიროს რეაბილიტაციას განახორციელებენ. ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ და კომპანია “ჯორჯიან მანაგანეზის“ დირექტორატის საბჭოს წევრმა – თემურ ხონელიამ მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად, ჭიათურაში მდინარე ყვირილას სანაპირო დაათვალიერეს.


მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლზე მუნიციპალიტეტის მერია და “ჯორჯიან მანგანეზი“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ. მოხდება ველობილიკის, ტროტუარის, მოაჯირისა და სავალი ნაწილის მოწყობა. ასევე იგეგმება მთელი პერიმეტრის გამწვანება და უსახური შენობების განახლება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის მომზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებს კერძო კომპანიასთან ერთად განახორციელებს.


გივი მოდებაძის თქმით, ჩატარდება მასშტაბური სამუშაოები, რაც ჭიათურას სრულიად ახალ და თანამედროვე იერს შესძენს. ჭიათურის მერი დარწმუნებულია, რომ “ჯორჯიან მანაგანეზთან” ერთად პროექტის განხორციელება მოკლე ვადებში მოხდება.
რეაბილიტაცია მოიცავს: ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლს მაღაროელთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან – თხელიძის ქუჩის ბოლომდე და მარჯვენა სანაპიროს გამარჯვების პარკიდან – ნიკოპოლის ქუჩამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები