ხულოს მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

0

ხულოს მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ორი ხულოს მუნიციპალიტეტიდან – ბეღლეთელი ნადიმ ართმელაძე და ირემაძეებელი მერაბ ჭელიძე.
მათივე ცნობით, გმირების საფლავები მოინახულეს, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა  – ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებმა ნადიმ ვასაძემ და მთიული შაინიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
“ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, მოინახულეს ომში დაღუპული, წარმოშობით ხულოელი (სოფელი წაბლანა) ასლან შაინიძის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას. გმირის ოჯახებს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3 000 ლარი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისგან 500 ლარი ერთჯერადად ყოველწლიურად გადაეცემა.
აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი