საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო.
მუხურის ცენტრში  მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30-ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია Mukhuri Resort-ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს ,,თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.
ამ ეტაპზე, მშენებლობაზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, ასევე, მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები