აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას ზესტაფონში პატივი მიაგეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას ზესტაფონში პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – დავით მაღრაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ, გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. გაიმართა ზაზა ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

“ჩვენ გვყავს უახლესი ისტორიის გმირი, რომელიც შორაპანში დაიბადა და გაიზარდა. მან თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას შესწირა. საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გასწირა, როცა მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე, რათა დაჭრილი თანამებრძოლები გადაერჩინა. სწორედ ასეთი ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დიდება მათ სახელს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
ზაზა ფერაძე 2008 წლის 7 აგვისტოს დაიღუპა. ის მაშინ დაიჭრა, როდესაც მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად. ზაზა ფერაძის ქალიშვილი, ანასტასია მამის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა, დემეტრე კი წლისა და 4 თვის იყო.
ზაზა ფერაძე, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები