მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდნენ

მოსახლეობასთან შეხვედრისა და კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია, პარლამენტის წევრი რომან კაკულია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხრეითს, რგანს, დარკვეთსა და პერევისას სტუმრობდნენ.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც გაწუხებთ და შევეცდებით უფრო მყისიერად, მოკლე დროში მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები “, -მიმართა შეკრებილებს ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება მიეცა, სტუმრებისთვის შეკითხვები პირადად დაესვა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები, ძირითადად, სოფლებში შიდა საუბნო გზისა და სასმელი წყლით მოგვარებას, ასევე ჯანდაცვის,შეშით მომარაგებისა და სხვა საკითხებს ეხებოდა.
ჭიათურის მერმა იმ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება ჭიათურის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის მნიშვნელოვანი.
“ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ გავაძლიეროთ სოფელი,სადაც, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ”, -აღნიშნა გივი მოდებაძემ და ჭიათურაში, კერძოდ, სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები