დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობა დროებით ონკანის წყალს სასმელად ვერ გამოიყენებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დაქლორვითი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხი დღის განმავლობაში დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას ონკანის წყლის სასმელად გამოყენება აეკრძალა.
“დღეს, გვიან ღამით იწყება წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები.
მათ, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით, გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი 4 დღის განმავლობაში – გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები!”, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები