სოფელ ზვარეთსა და სამტრედოში მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ზვარეთსა და სამტრედოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბოლნისის მერის პირველი მოადგილე – ბუბა გობეჯიშვილი გაეცნო.
სოფლებში მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ზვარეთში შენობის გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება, სამტრედოში კი ობიექტი, ფაქტობრივად, დასრულებულია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები