დავით ადამია: თურქეთს საკუთარი ღირებულებების გასავრცელებელ პლაცდარმად ვჭირდებით

0

“საქართველო დღესაც მსოფლიოს ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გამორკვევის მოედანია. თურქეთს საკუთარი ღირებულებების გასავრცელებელ პლაცდარმად ვჭირდებით”, – ამის შესახებ „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს“ აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, დავით ადამია “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სათაურით – „საქართველოს თავისი გზა სჭირდება“ აცხადებს.
დავით ადამიას თქმით, „თურქეთი, რომელსაც ენა მტაცებელი ცხოველივით აქვს გადმოგდებული, აჭარის ჩაყლაპვას ცდილობს“.
მისივე თქმით, დღეს ისლამი ათასობით ახალგაზრდას აქვს მიღებული. ირანი ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა, მისი მოქალაქეები საქართველოში დიდძალ უძრავ ქონებას ყიდულობენ.
„ევროპასა და ამერიკას ვჭირდებით, როგორც ფორპოსტი რუსეთის საზღვარზე. სწორედ ამიტომ გვესმის 1995 წლიდან მოყოლებული საუბრები ნატო-ში შესვლაზე და საყოველთაო კეთილდღეობის დაპირებები, თუმცა ეს ყველაფერი ოდესღაც იქნება. ჯერჯერობით კი უშურველად მხოლოდ ცხოვრების ევროპულ სტილთან გვაზიარებენ, რაც აღვირახსნილობასა და ოჯახური ტრადიციების შებღალვას გულისხმობს. სად არის ევროპული ტექნოლოგიები, საწარმოები, კვალიფიციური სამუშაო ადგილები? არ არის და არც იქნება. რამდენი სკოლა ან საავადმყოფო ააშენეს ამერიკელებმა და ევროპელებმა? ევროპული სტილის დემოკრატია? არ მგონია, ეს გვჭირდებოდეს. პირადად ჩემთვის დემოკრატია ისაა, რაც საშუალებას მაძლევს, ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა, შევინარჩუნო ტრადიციები, ჩვენი რწმენა, კულტურა და სიამაყე. მათთვის კი დემოკრატია ყველა სახის განაწყენებული უმცირესობების დაცვაა”, – ამბობს დავით ადამია.
https://primetime.ge

კომენტარები

კომენტარი