„გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება“ – ირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება.

ირანის საგარეო უწყება უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ისლამური რესპუბლიკა მის გადაცემას დათანხმდა.

„ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს ირანთან, რათა გამდიდრებული ურანი ამერიკაში დააბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები