დასავლეთ საქართველოს გეოლოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი მოემსახურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გეოლოგიური ჯგუფის შექმნა დასავლეთ საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებასა და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას ისახავს მიზნად. გეოლოგიური ჯგუფი სპეციალური მოწყობილობებითა და მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა აღჭურვილი.
ადგილობრივი მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში, მოხდება გეოლოგების ადგილზე გასვლა და ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან ერთად ქუთაისის რეგიონული სამსახურის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები