არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩზე: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, როდესაც ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს, თან იმ ენაზე, რომელიც არ ესმის

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, როდესაც ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს, თან იმ ენაზე, რომელიც არ ესმის,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გავლენიანი გერმანული გამოცემის სტატიას, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობას ეხება.

„ჩარევა არის მაგალითად, როდესაც ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს, თან იმ ენაზე, რომელიც საერთოდ არ ესმის; ჩარევა არის როდესაც ხვდება ადამიანებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებით; ჩარევა და ამავდროულად ეტიკეტის დარღვევაა, როდესაც გერმანიის საელჩო ქირაობს კერძო საკუთრებას, სადაც საელჩოა განთავსებული, მაგალითად ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიის ოჯახის წევრისგან“, – აცხადებს გორდულაძე.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გავლენიანი გერმანული გამოცემა Spiegel-ი საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობას სტატიას უძღვნის და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან იმ ციტატებს აქვეყნებს, რომლითაც ისინი გერმანიის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები