კვლევა: მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიების დროს პოლიტიკოსებმა ანტი ლგბტქ+ გზავნილები გამოიყენეს

60 ქვეყნისა და ევროკავშირის მონაწილეობით ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, გასულ წელს, არჩევნების დროს, სულ მცირე 51 ქვეყნის პოლიტიკოსებმა ჰომოფობიური ან ტრანსფობიური რიტორიკა გამოიყენეს, დაწყებული ლგბტქ+ იდენტობის უცხოურ საფრთხედ წარმოჩენიდან, დამთავრებული „გენდერული იდეოლოგიის“ დაგმობით,- ამის შესახებ Theguardian-ი წერს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბულინგი, დეზინფორმაცია და შიშის გაჩენა პოლიტიკოსებმა საარჩევნო კამპანიების ძირითადი ინსტრუმენტების როლში გამოიყენეს, რაც მიზნად ისახავდა ლგბტქ+ თემის უფლებების შეზღუდვას და ამ თემის მხარდამჭერთა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ზემოქმედებას.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქვეყანა აცხადებს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ლგბტქ+ თემის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, ბევრ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიების მთავარ ნაწილი ხდებოდა.

როგორც მედია აღნიშნავს, ზოგიერთ ქვეყანაში ლგბტქ+ წარმომადგენლობის მხრივაც შეინიშნებოდა გაუმჯობესება.

Outright International-ის ანგარიშის თანახმად, ღიად გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები, სულ მცირე, 36 ქვეყანაში იყრიდნენ კენჭს თანამდებობებზე, მათ შორის პირველად ბოტსვანაში, ნამიბიასა და რუმინეთში – თუმცა წარუმატებლად.

ორგანიზაციები რეკომენდაციას გასცემენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ანტი ლგბტქ+ რიტორიკის გავრცელებას საარჩევნო პერიოდში და ყველა მოქალაქისთვის თანასწორი უფლებები უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები