თენგიზ შარმანაშვილი: მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაავალა საკონსულოებს, რომ არ მისცენ ვიზა ვინც ამართლებს კირკის მკვლელობას
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაავალა საკონსულოებს, რომ არ მისცენ ვიზა ვინც ამართლებს კირკის მკვლელობას,“- ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ცინიკურ რეაქციებზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მენიშნა სხვათა შორის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა მითითება თავის საკონსულოებს, რომ დააკვირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, როგორ იქცევიან ადამიანები და თუ ეს ადამიანები არა მხოლოდ ამართლებენ ამას, არა მხოლოდ მიესალმებიან, გულგრილი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვის დროსაც კი, არ მისცენ აშშ-ს ვიზა. გულგრილი დამოკიდებულების გამოხატვისთვისაც კი, აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. ასე, რომ ამის ორნაირად შეფასება ან გულგრილად ამაზე შეხედვა არის სრული ამორალურობა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც ამართლებს, აქებს ან დასცინის ჩარლი კირკის სიკვდილს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია თავად გაავრცელეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ რადიკალების მხრიდან გაკეთებულ სარკასტულ და დამცინავ კომენტარებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ტრამპი ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც სხვა კონსერვატორების სამიზნედ გამოცხადებას ეხებოდა, აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენე შეშლილები ბოლომდე უნდა დაამარცხონ და სული ამოხადონ.