არჩილ გორდულაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ქრთამის საჯაროდ დაპირება
„ახლა ბატონ ანიტას მოუწევს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს სამართლიან სასამართლოში,“ – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ლევან ხაბეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო დაპირება კეთდება ყველას მიმართ და ეს არის პროგრამების სახით გათვალისწინებული.
„ელემენტარულ ტყუილთან გვაქვს საქმე. საარჩევნო დაპირება კეთდება ყველას მიმართ და ეს არის პროგრამების სახით გათვალისწინებული. რაც შეეხება დანაშაულს, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობს, რამდენიმე ათეული წელია სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვინმეს რაიმე ქმედების სანაცვლოდ ფულს, ან სხვა ნებისმიერ მატერიალურ, თუ არამატერიალური სიკეთეს ჰპირდებიან.
ეს არის ჩვეულებრივი ქრთამის საჯაროდ დაპირება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს იურისტებს უწოდებენ, ამით მათ შორის შეურაცხყოფას აყენებენ უნივერსიტეტებს, სადაც ისწავლეს და ამავდროულად, არიან ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელები და ახლა ცდილობენ გაშიფრული აგენტი რამენაირად დაიცვან. ახლა ბატონ ანიტას მოუწევს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს სამართლიან სასამართლოში“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა.