სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.
ამის შესახებ, სუს-ის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს სუსის მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიების შემდეგ ჩვენ დამატებით 2 ღონისძიება ჩავატარეთ – ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე”, – განაცხადა გაგნიძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.