გიორგი ვოლსკი – გედევან ფოფხაძემ მიაღწია თავის მიზანს, გამოჩნდა როგორც იქნა
„გედევან ფოფხაძემ მიაღწია თავის მიზანს, გამოჩნდა როგორც იქნა. ეძგვერაძე ბარნაბასავით არის – რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერავინ გაიგო, „- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტია, რომ დანაშაულის ჩადენის წინაპირობის გაუბრალოება არის ერთ-ერთი სცენარის ნაწილი. გედიმ დაინახა, რომ ამ მიმართულებას გარკვეული პოპულარობა გააჩნია და დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნის წინაპირობა ეს არის, მაშინ როდესაც პროვოცირებას უკეთებ დაპირისპირებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქრონიკამ“ გერმანიის ელჩს კითხვით მიმართა გმობს თუ არა გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და პარტიის წევრების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება.