ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, დისველის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების, სურვილების და სამომავლო გეგმების გაცნობა, რაც მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გამოყენებული იქნება.

შეხვედრის დროს კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უშუალო კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რაც საშუალებას მისცემს მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, გულთბილი შეხვედრები და პოზიტიური დამოკიდებულება, კანდიდატის თქმით, დამატებითი მოტივაციაა, რომ მომავალში ბოლნისელთა ინტერესები დაიცვას და გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას.

კანდიდატის განცხადებით, როგორც რიგითი ბოლნისელი, იგი მიიჩნევს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოსახლეობასთან, გუნდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

„ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრის ბოლოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები