ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით ახალქალაქში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით ახალქალაქში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე.
შეხვედრა მიეძღვნა, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას. სტუმრებმა 29 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:
✓ ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ და საარჩევნო პროცესებში;
✓ დეზინფორმაცია – როგორც თანამედროვე საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მასთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიები.
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაიღრმაონ ცოდნა და უკეთ აღიქვან საკუთარი როლი მოქალაქეობრივ პროცესებში.