სახალხო დამცველმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ქალი პატიმრები მოინახულა

2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქალი პატიმრებისგან სახალხო დამცველმა მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სახალხო დამცველმა მოინახულა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილიც. ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ, 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა და აპარატი მომავალშიც გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები