არჩილ გორდულაძე გედევან ფოფხაძის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდების
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, გამოეხმაურა გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ „თუ ივანიშვილს ცეცხლს წაუკიდებენ“, ეს არ ეწყინება.
„ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გარედან დაფინანსებული, გარედან მართული ადამიანები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები ცდილობენ, რომ ფაშისტური განცხადებები გააკეთონ და აკეთებენ კიდეც. ეს არის კლასიკური მაგალითი ადამიანის დეჰუმანიზაციის მცდელობისა, ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდების, განსაკუთრებული თავდასხმის მცდელობისა იმ კონკრეტულ პირებზე, რომლებიც სიმართლეს საუბრობენ”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა: „თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება. გულწრფელად გეუბნებით მაგას… არანაირი მაგრამ“.