“თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისათვის – მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის სურვილი”

“რუსი პოლიტიკოსები გულწრფელად აღიარებდნენ ქართველ კოლეგებთან საუბარში – ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისათვის და მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი.
“დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური განვითარების დონით ჯერ კიდევ ვერ გავიდნენ 1989 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. არადა, ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ეს დონე დასძლია. სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები გულწრფელად აღიარებდნენ ქართველ კოლეგებთან საუბარში – ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო. თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისათვის და მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები