კახა საბანაძე: პოლიცია, დაახლოებით, 2 საათს, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავდა თავსა და პარლამენტს აქტიური შტურმისგან

“პოლიცია, დაახლოებით, 2 საათს, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით, მხოლოდ ფარის ანაბარა იცავდა თავსა და პარლამენტს აქტიური შტურმისგან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, მაქსიმალური კეთდებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური, კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალებების გამოყენების გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო პარლამენტის დაცვა.
“თუმცა 00:00 საათისთვის, შტურმის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაიტაცეს 316 ფარი, პოლიციელებს წაართვეს ჩაფხუტები და ხელკეტები, გაიტაცეს 30 პოლიციელი და გაუსწორდნენ ფიზიკურად, გარდაუვალი გახდა აქციის დაშლა. ერთმა პოლიციელმა ცემისგან ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა… როცა 2 საათის განმავლობაში პოლიციელები იბრძოდნენ და იგერიებდნენ შემოტევას. ფიზიკურად შეუძლებელი გახდა შეკავება და იმისთვის, რომ პოლიციელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა და ამავე დროს დაგვეცვა პარლამენტის შენობა ძალადობრივი შტურმისგან, იძულებულნი ვიყავით, დაგვეწყო აქტიური საშუალებების გამოყენება”, – აცხადებს საბანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები