არჩილ გოგსაძემ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ სოფელ დიმში ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლიდან  სოფელ პირველი ობჩის დამაკავშირებელი  საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
არჩილ გოგსაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მისი პირველი მოადგილე – კახა ენუქიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
„აღნიშნულ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუნდ ინვესტი” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 678 582 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები