„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, სუს-ის მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფაქტია, რომ დიდი ოდენობის ასაფეთქებელი საშუალება აღმოაჩინეს და აღნიშნული ტვირთი მოდიოდა უკრაინიდან, უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო სტრუქტურები სათანადო დონეზეა და როგორც არაერთ ანგარიშში მოხვედრილა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, სუს-მა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.