არჩილ გორდულაძე: ადამიანი რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული, როგორიც არის კორუფცია, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს

„ადამიანი რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, ან იკავებდა, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული, განსაკუთრებით ისეთ დანაშაული, როგორიც არის კორუფცია, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს,“ – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შესახებ განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც შეეცდება ბიუჯეტის ხარჯზე გაისქელოს საკუთარი ჯიბე, ვერასდროს ვერ იქნებოდა და ვერ იქნება „ქართული ოცნების“ ნამდვილი წევრი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები